|
2017-04-12 14:07:57, 1570 ნახვა
საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ქვემო ქართლის ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევიტი ცენტრის სპეციალისტებმა, ქვემო ქარტილის რეგიონის 31 სოფელში ფერმერებს მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, დაზიანების ფორმებსა და სიმპტომებზე, ქიმიური და ბიოლოგიური ბრძოლის ღონსძიებების, ასევე, ფიტოსანიტარიული ღონისძიებების დროულ გატარებასა და პესტიციდების შერჩევაზე. ასევე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა მიაწოდეს ინფორმაცია, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის, საფუტკრის მოწყობის, სტანდარტიზაციის, ფუტკრის დაავადებებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებაც. მობილური ექსტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაისში კახეთის რეგიონის 22 სოფელში ჩავლენ და ფერმერებს კონსულტაციებს გაუწევენ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ფერმერების ინფორმირება-გადამზადებას ახორციელებს. 2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა. (NS)
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)