|
2017-04-12 11:48:53, 2572 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: საკმარისი რესურსი გვაქვს, რომ ჩვენი ყველა რეგიონი განვითარებული იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის
„ჩვენმა ქვეყანამ უკვე შექმნა წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია, მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენი ქვეყანა დავაყენეთ დემოკრატიული განვითარების გზაზე და სტაბილური განვითარებით ვქმნით ახალ რეალობას“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტი ქვეყნის სივრცითი მოწყობაა და სწორედ სივრცითი დაგეგმვა ჰქმნის თანმიმდევრული და სწრაფი განვითარების მყარ საფუძველს. „დღეს ჩვენ ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ წარმატების სრულიად ახალი ისტორია, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისთვის. დარწმუნებული ვარ ქვეყნის განვითარების ხედვა, ის 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა გარდამტეხ როლს შეასრულებს საქართველოს სწრაფ განვითარებაში, სწრაფ წინსვლაში და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი მოსახლეობისთვის. მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტი გახლავთ ქვეყნის სივრცითი მოწყობა. სწორედ სივრცითი დაგეგმვა ქმნის თანმიმდევრული და სწრაფი განვითარების მყარ საფუძველს. ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმაში მთლიანად არის გათვალისწინებული საქართველოს მისი თოთოეული რეგიონის ადგილის უნიკალურობა და პოტენციალი. ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენი რეგიონები თანამბრად იყოს განვითარებული, რაც სამწუხაროდ დღეს ასე არ არის. 21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ჯანდაცვის, განათლების მიღების, სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის, ბიზნესის კეთებისა და თუ სხვა თვალსაზრისით. „ჩვენი მიზანია ხელმისაწვდომი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ჩვენ წარმოგიდგენთ 2017-2020 წლების განმავლობაში დაგეგმილი 2500 პროექტის სტრატეგიულ გეგმას, რაც გულისხმობს 1000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციას, დამატებით 500 ათასი ადამიანისთვის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას, ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტას მთელ საქართველოში და კიდევ მრავალ ძალიან მნიშნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს. ამ 2500 პროექტისთვის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციას ვახორციელებთ, 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება, მხოლოდ 2017 წელს მილიარდ 200 60 მილიონი ღირებულების სამუშაო განხორციელდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, ვინც მხარში გვიდგას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“,-განაცხადა პრემიერმა. გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცით მოწყობაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სივრცითი მოწყობა ქვეყანას ახალ გზებს, მაგისტრალებს, აეროპორტებს, პორტებს, ხიდებს, გვირაბებს მოუტანს. „რას მოუტანს ახალი სივრცითი მოწყობა ჩვენს ქვეყანას?! ახალ გზებს, მაგისტრალებს, ახალ აეროპორტებს, პორტს, ხიდებს, გვირაბებს, ჩვენი ქვეყნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს. ეს მოგვიტანს ახალ 40 ათას სამუშაო ადგილს, მეტ დასაქმებულს, მეტ შემოსავალს, უფრო ძიერ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას. ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი დეტალური გეგმა ძალიან საინტერესო და იმედის მომცემი იქნება ჩვენი ხალხისთვის, რადგან პროექტები აბსოლუტური სიზუსტით არის გათვლილი და დროში არის გაწერილი“,-დასძინა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)