|
2017-04-12 10:26:36, 1882 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სომხეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დღეისათვის არსებული პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი დონე, რაც გამოიხატება მხარეთა შესაბამის უწყებებს შორის ინტენსიური კონტაქტების დინამიკით. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოზიტიურ განვითარებას, კერძოდ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში, ასევე მიმოხილულ იქნა რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები და მათი ხელშეწყობის გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის დაახლოებისა და უკეთ გაცნობის აუცილებლობას. ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცნობადობისა და პოპულარიზაციის დონის ამაღლებას, არსებული ტრადიციული და მეგობრული ურთიერთობების შესაბამისად. ამას გარდა, მხარეებმა მიმოიხილეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის მნიშვნელობა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)