|
2017-04-11 19:28:08, 905 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აჭარაში დასაქმებული საჯარო მოხელეების ანაზღაურებას გამოეხმაურა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საჯარო მოხელეების ანაზრაურებასტან დაკავშირებით კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. პატარაძემ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურები პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული და მათი ანაზღაურება მინიმალურია. „როგორც იცით, ჩვენ ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ. შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. დღეს ჩვენს მთავრობაში ერთგული ადამიანები მუშაობენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ კადრები, შესაბამისად, მათ ნორმალური და ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს მომავალში და მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული, რათა ზომიერება იყოს დაცული. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვენელოვანია მუშაობა და კოორდინაცია. ჩვენი გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ისინი იმ მინიმუმს ღებულობენ, რაც უნდა მიიღოს სახელმწიფო მოხელემ", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ცნობისთვის, აჭარაში სხვადასხვა საჯარო სამსახურში 3641 ადამიანია დასაქმებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აჭარის ორგანიზაციამ აჭარის მთავრობის, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და დეპარტამენტების საჯარო მოხელეებზე გაცემულ გასამრჯელოსთან დაკავშირებით 2015-2016 წლის კვლევა გამოაქვეყნა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)