09:11 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 18:38:20, 1980 ნახვა

კომენტარი
ნარმანია საკრებულოს ოპოზიციას: თუ არა შოუს დადგმა, მაინცდამაინც კამერებით რატომ გინდათ მთავრობის სხდომაზე დასწრება ?!

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია შოუს დადგმას აპირებდა და სწორედ ამიტომ არ მისცა მათ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება.

ამის შესახებ ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

სევდია უგრეხელიძემ მერს კანონი შეახსენა, რომლის მიხედვითაც  დედაქალაქის  მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება მათ ჰქონდათ.

„სწავლა არ გვჭირდება, ყველამ კარგად ვიცით ევროპული ნორმები, წესები, რეგულაციები,  ჩვენ ვიცავთ კანონს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ  ზოგჯერ ქმედება მოდის კანონთან წინააღმდეგობაში. თუ არა შოუს დადგმა,  მაინცდამაინც კამერებით რატომ გინდათ მთავრობის სხდომაზე დასწრება, ჩემთვის ეს იყო მოლოდინი შოუს დადგმისა და მე მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics