01:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 15:16:40, 1657 ნახვა

საზოგადოება
Tbilisi Open Air-ში მონაწილე ჯგუფების ვინაობა ცნობილია

სამდღიანი ფესტივალი Tbilisi open air 16, 17 და 18 ივნისს, შარშანდელის მსგავსად, Lisi Wonderland-ში გაიმართება. 

ფესტივალის "ჰედლაინერი" ჯგუფები იქნებიან: Anathema, Leningrad, Archive. 

აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს ფესტივალის მთავარ სცენაზე შესაძლებელია ჯგუფ Soft Eject-ის მოსმენა, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის გაერთიანდა. 

Tbilisi open air 2017, ასევე, სხვა ქართულ და უცხოურ ჯგუფებს უმასპინძლებს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ბილეთების გაყიდვა ხვალ, 12 აპრილს ონლაინ რეჟიმში დილის 09:00 საათზე, ხოლო სალაროებში კი  11:00 სააათზე დაიწყება. 

მათივე ინფორმაციით, 28 აპრილის ჩათვლით მხოლოდ 1500 ცალი აბონემენტი გაიყიდება, რომლის ფასიც 100 ლარი იქნება. TBC ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელთათვის კი იმოქმედებს 20%–იანი ფასდაკლება. 

რაც შეეხება დღიურ ბილეთებს, გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება, აბონემენტის საბოლოო ფასი კი 150 ლარი იქნება. 

ბილეთები სპორტის სასახლესთან და ფილარმონიასთან მდებარე სალაროებში, ონლაინ კი TKT.GE -ზე იქნება ხელმისაწვდომი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics