|
2017-04-11 14:05:34, 970 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სამი ახალშობილი ტყუპის ოჯახს 3000 ლარი გადასცა
სამი ტყუპი - გაბრიელი, ილია და ლილე სურმანიძეები ქვეყანას 31 მარტს მოევლინნენ. ახალშობილების დედად - ელზა თურმანიძე და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. სამი ტყუპი დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ სოფიო ბაკურიძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ მოინახულეს. მთავრობის წევრებმა სურმანიძეების ოჯახს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3,000 ლარი გადასცეს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ტყუპი - ტყუპისცალზე გაიცემა დახმარება 1000 ლარის ოდენობით. სურმანიძეების სამი ტყუპი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაიბადნენ. პროგრამის ფარგლებში, თანხა უკვე გაცემულია 16 ოჯახზე, აქედან მხოლოდ ერთი ოჯახია სამი ტყუპით. გასულ წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცა 75 ოჯახზე, გაცემულმა თანხამ შეადგინა 149,000 ლარი.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)