|
2017-04-11 14:02:46, 1895 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებას გამორიცხავს
„საქართველოს კონსტიტუციის პროექტში გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ეხება საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა. კობახიძის განცხადებით, შემოთავაზებული ვარიანტი საუკეთესო ბალანსია ორ ძირითად ინტერესს შორის, ეს არის - პლურალიზმისა და სტაბილურობის ინტერესი. „გვახსოვს, რომ წარსულში გარკვეული რისკები უკავშირდებოდა ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც გვაქვს პროექტში“,-აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ უამრავი სხვა ცვლილებაც არის, რომელიც პარლამენტის თავს უკავშირდება. „ახალი რედაქციით ჯეროვნად არის მოწესრიგებული პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობები. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი სუსტი მხარე არსებული კონსტიტუციის და ეს საკითხები ახალ რედაქციაში სათანადოდ არის მოწესრიგებული“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)