08:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 13:13:49, 2028 ნახვა

მსოფლიო
G7-ის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც იტალიაში იმართება, სირიაში რუსეთის როლსა და ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მინისტრებმა საერთო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ გამოდის.

G7 შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოსკოვში მიემგზავრება. როგორც ტილერსონმა აღნიშნა, მას სურს, რუსეთი დაარწმუნოს იმაში, რომ ასადის მხარდაჭერაზე უარი თქვას.

არსებული ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რექს ტილერსონი ქვეყნის პრეზიდენტ ვ,ადიმერ პუტინს არ შეხვდება. შეხვედრა მის კოლეგასთან საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთანაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის საგარეო მინისტრი ბორის ჯონსონი გამოდიან ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდეს.

თუ დიდი შვიდეული გადაწყვეტს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, ეს იქნება პირველი შემთხვევა როდესაც, სანქციები სირიაში არსებული სიტუაციის გამო დაწესდება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თვლის, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ჯერ კიდევ ფლობს.  

"ჩვენი მონაცემებით, სირიის რეჟიმს ჯერ კიდევ აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების პოტენციალი. საჭიროა, რომ რეჟიმმა შეწყვიტოს ქიმიური იარაღის ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენება. „დიდი შვიდეულის“ სხდომის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ სირიის რეჟიმის მხრიდან იდლიბზე შეტევის შესაძლო რისკები. მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და ახლა რუსეთი უნდა დავარწმუნოთ სირიის ასადის გარეშე საჭიროებაში"- აღნიშნა მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics