|
2017-04-11 12:13:38, 2302 ნახვა
მსოფლიო
სროლა კალიფორნიის სკოლაში - მოკლულია მასწავლებელი და 8 წლის მოსწავლე
კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში სკოლაში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თვითონ თავდამსხმელიც, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელს კლასში შესვლისას ხელში რევოლვერი ჰქონდა და მან მასწავლებელი მოკლა. სროლის დროს დაშავდა კიდევ ორი მოსწავლე. ამის შემდეგ მამაკაცმა თავი მოიკლა. სამართალდამცველების თქმით, ერთ-ერთი დაშავებული მოსწავლე, 8 წლის ბიჭი, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, ბავშვები თავდამსხმელის სამიზნი არ ყოფილან. ისინი შემთხვევით დაშავდნენ. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მამაკაცი მის მიერ მოკლული მასწავლებლის მეუღლე იყო. სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, რომ სიტუაცია ქალაქში დასტაბილურდა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებათ. მედიის ინფორმაციით, სროლის შემდეგ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. უახლოესი 2 დღის განმავლობაში სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებული იქნება. ცნობისთვის, 2015 წლის დეკემბერში სან ბერნადინოში ექსტრემისტული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფმა ცოლ-ქმარმა საშობაო წვეულებაზე 14 ადამიანი მოკლეს, ხოლო სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)