|
2017-04-11 11:57:25, 2333 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შესაფუთი მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ 242 საწარმოს, კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბიო-პლასტი“ შეემატება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია კონკურენტულ ფასებში მიაწოდოს. შპს „ბიო-პლასტი“ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას საცალო და საბითუმო, ქსელურ მაღაზიებსა და აფთიაქებში გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 17 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. შპს „ბიო-პლასტი“ თბილისში, ლილო ორახელაშვილის ქ. #5-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 489 127 ლარს შეადგენს. 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სოფლის მეურნეობის სამინისტროები ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 243 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა 563 000 000 ლარზე მეტია. (NS)
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)