11:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 10:56:18, 2084 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი ნატო-ზე: არ არსებობს სხვა ალიანსი, სადაც თავს დაცულად ვიგრძნობთ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ხშირია, ნატო-ს სკეპტიციზმის პრორუსულობასთან გაიგივება, თუმცა ეს არასწორია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ნატო-ს დღეების ფარგლებში გამართულ ფორუმზე განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, საზოგადოების სკეპტიციზმი ერთის მხრივ განპირობებულია იმით, რომ ყველა უფრო სწრაფ პროცესს მოელოდა, მეორეს მხრივ კი თვითონ გაერთიანების და მდგრადობის ნაწილშიც, საერთაშორისო მედიაში კითხვის ნიშნები ჩანს.

"რამდენად ძლიერია ალიანსი ამ ეტაპზე იმ გამოწვევის წინაშე, რომელიც რუსეთიდან მოდის?! რუსული პროპაგანდა, რომელიც ყველა ამ სირთულეებს ამწვავებს აკეთებს ასეთ აქცენტს, რომ ეს არის სპეციფიურად საქართველოს მიმართ მიუღებლობა, ეს არის ის რეალობა, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გააჩნია. ვფიქრობ, რომ პასუხი ამ ადამიანების მიმართ მდგომარეობს შემდეგში: სხვა ქვეყნებსაც გაუვლიათ გრძელი გზა, მარტო საქართველოს გზა არ არის ასეთი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს სხვა ალტერნატივა გარდა ალიანსისა არ აქვს.

"აღმოსავლეთ ევროპიდან ჩვენი მეგობრები, განსაკუთრებით კი ბალტიის პირეთის ქვეყნები მუდმივად გვიზიარებენ თავიანთ სირთულეებს. როდესაც სირთული იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ის საზოგადოება იყო გაერთიანებული და იცოდნენ რა მიზნისთვის უნდა მიეღწიათ. მათ იცოდნენ, რომ რამდენი დროც არ უნდა გასულიყო, ისინი იქნებოდნენ მდგრადი თავიანთი მიზნებისთვის. ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია, სხვა ალიანსი არ არსებობს, სადაც ჩვენ შეგვეძლება დაცულად ვიგრძნოთ თავი. თუ ეს შეძლება ჩვენმა თანამოსაზრეებმა, ჩვენც უნდა შევძლოთ. მათ ბევრად უფრო რთული გზა გაიარეს, პრეცენდენტი შექმნეს, ჩვენ ახლა მათ მიერ განვლილ გზაზე უნდა ვიაროთ. არ უნდა ჩავთვალოთ ეს ადამიანები პრორუსულებად. სკეპტიციზმს გააჩნია ობიექტური საფუძველი, მაგრამ მიზნის მიღწევას სჭირდება მდგრადობა და ამ მდგრადობის მაგალითი უკვე არსებობს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics