|
2017-04-11 10:55:49, 1461 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეები მოინახულა
თურქეთში, ქალაქ რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები სტაციონარულ მკურნალობას გადიან. ისინი თურქეთის რესპუბლიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ. სამედიცინო ხარჯებს, სრულად თურქული მხარე გაიღებს. გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, რიზეში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი იმყოფებოდნენ. რეგიონის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს. „მოვინახულეთ ავტოავარიის შედეგად დაშავებული ჩვენი მოქალაქეები. სამი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ორი პაციენტისა კი შედარებით მძიმე. აქ ყველაფერი კეთდება მათ გამოსაჯანმრთელებლად. თურქული მხარე, კერძოდ რიზეს ჯანდაცვის სამსახური საკუთარ თავზე იღებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს. აჭარის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო კი საჭიროების შეემთხვევაში აანაზღაურებს მათი რეაბილიტაციისათვის საჭირო ყველა შემდგომ ეტაპს“, - განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ დაშავებული პაციენტების მონახულების შემდეგ. თურქეთში, მინისტრთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე იმყოფება. რეგიონის წარმომადგენლებმა პაციენტები თურქეთში საქართველოს კონსულთან ავთანდილ მიქაცაძესთან ერთად მოინახულეს. ავტოსაგზაო შემთხვევა რიზესთან ახლოს 9 აპრილს მოხდა, რის შედეგად დაშავდა მაღალმთიანი აჭარის 6 მკვიდრი, სამწუხაროდ ერთი მათგანი გარდაიცვალა. თურქეთში, მინისტრი და მუნიციპალიტეტის გამგებელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის დავალებით იმყოფებოდნენ.
(NS)
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)