|
2017-04-11 10:49:32, 2154 ნახვა
სამართალი
გორში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ბესიკ ამირანაშვილი და შალვა ხუციშვილი, ევროკავშირის ექსპერტი გამოძიების მიმართულებით უვე შვაიფერი და შსს-ს შიდა ქართლის რეგიონული დანაყოფების წარმომადგენლები დაესწრნენ. შსს-ს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის დაწყებიდან დღემდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. ღონისძიების მონაწილეები პროგრამის ფარგლებში დანერგილ ტექნოლოგიური სიახლეებს, მათ შორის, ინციდენტთა აღრიცხვის საინფორმაციო სისტემას, ასევე, გორის რაიონული სამმართველოს ანალიტიკოსების მიერ შექმნილ რამდენიმე ახალ პროექტს გაეცნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის განხორციელება გორში, რუსთავსა და თბილისში 2016 წელს დაიწყო. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა მსოფლიოს წამყვან სამართალდამცავ სტრუქტურებში აპრობირებული მოდელია. იგი ხელს უწყობს დანაშაულის შემცირებას, მის პრევენციას და ზრდის გამოძიების ეფექტიანობას. პროექტის თანახმად, პოლიციის მთლიანი საქმისწარმოება ელექტრონულ ფორმატში გადავა და ანალიტიკოსებს, შესაბამისი ანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, რისკების წინასწარ განსაზღვრა შეეძლებათ. გორის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე საპილოტე პროექტი, მიღწეული შედეგების მიხედვით, წარმატებული აღმოჩნდა, მათ შორის, დანაშაულის პრევენციის კუთხით. შს სამინისტრო გეგმავს, რომ აღნიშნული მოდელი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2018 წლიდან ამოქმედდეს, რაც სტატისტიკაზე დაფუძნებულ მიდგომას ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობით ჩაანაცვლებს.
(NS)
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)