18:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 18:25:54, 2517 ნახვა

სამართალი
ირაკლი მეძმარიაშვილი: ყველამ თავის ქონებას მოუაროს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

მომდევნო სასამართლო სხდომა 11 აპრილს უნდა გაიმართოს, სადაც მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი მხარეთა შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე იმსჯელებს.

პარალელურად, სეოკ-ის პრეზიდენტი მის ყოფილ კონკურენტს ღიად უპირისპირდება და მას სატელევიზიო სიუჟეტის "შეკვეთაში" ადანაშაულებს.

რა ეტაპზეა სასამართლო პროცესი, რა მოლოდინი აქვს მოსარჩელეს და გადადის თუ არა სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ამ თემებზე "პირველს" სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილი ესაუბრა:

- ბატონო ირაკლი, როგორც ვიცით საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა. რა ეტაპზეა სარჩელის განხილვა?

- ხვალ, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაავალოს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს იმ დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელსაც ჩვენ, იანვრის თვიდან ველოდებით, ახლა კი შუამდგოლობის სახით ვითხოვთ. შემდგომში მოხდება ამ საბუთების გაცნობა. გარდა ამისა, ჩვენმა იურისტმა დამატებითი დოკუმენტაცია გამოითხოვა ოლიმპიური კომიტეტიდან. ეს იქნება კვლავ მოსამზადებელი სხდომა. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ დოკუმენტაციას წარმოადგენენ, თუმცა მე ამ საკითხს სალაპარაკოს არ გავხდიდი. რომ მქონოდა ეს დოკუმენტაცია, ცხვირზე ავაფარებდი ყველას.

-რა მოლოდინი გაქვთ სასამართლოსგან?

-დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ჩვენს შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და რეალურად გამოჩნდება, რა დოკუმენტაცია აქვს ოლიმპიურ კომიტეტს და რა - არა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ამ პროცესით ოლიმპიურ კომიტეტის საქმიანობას ხელი არ ეშლება და არც ამ საბუთების წარმოდგენა გახდება რაიმე ხელშემშლელი ფაქტორი. ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სასამართლოში მიმდინარე საქმის გამო, ოლიმპიური კომიტეტი კონტრაქტების გაფორმებასა და სპონსორების მოძიებას ვერ ახერხებს. ვინც ამას ამბობს, ის არის მატყუარა. მუდმივად აპელიტრებენ იმით, რომ საბუთები ჩვენი მხრიდან არასწორად არის მოთხოვნილი, რის გამოც მიჩნდება შთაბეჭდილება რომ ვერ ხვდებიან რაზეა საუბარი.

თუ მათ ყველა საბუთი აქვთ და ეს დოკუმენტაცია წესრიგშია, მის წარმოდგენაზე უარს რატომ ამბობენ?! თუ ეს საბუთები არსებობს, ძალიან მარტივია მისი წარმოდგენა. თუმცა, ისინი ამ პროცესს აჭიანურებენ. ეჭვი მაქვს, რომ ასეთი საბუთები არ არსებობს.

-ლერი ხაბელოვმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ დელეგატებს წესდება არ ავალდებულებს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს და რა მტკიცდება ამით?

-სანამ ასეთ რამეს იტყვის ლერი ხაბელოვი, უმჯობესი იქნება ადვოკატთან შეათანხმოს. წესდებაში და კანონმდებლობაში ჩაიხედონ კარგად, თორემ საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ აკეთებს განცხადებებს. ამაზე დამატებით სერიოზული კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ ვთვლი.

-რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის სიუჟეტს, სადაც საუბარია იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, ლერი ხაბელოვმა სახელმწიფოსგან დაბალ ფასად შეიძინა. ხაბელოვმა სიუჟეტის "შეკვეთაში" თქვენ დაგადანაშაულათ. რა პასუხი გაქვთ ამ ბრალდების საპირწონედ?

-სიმართლე გითხრათ არ მინახავს სიუჟეტი, მაგრამ ყველამ თავის ქონებას მოუაროს. ერთი რამის თქმა შემიძლია - ჩაწერების, მოსმენების, შემდეგ მისი გავრცელების და სიცრუის მანქანის პროფესიონალები გვერდზე ჰყავს და თავისთან მოიკითხოს. ერთს ვეტყვი ლერი ხაბელოვს - ჯერ დამკვეთის და შემდეგ დამბრალებლის... რაც უნდათ, ის უკეთებიათ. მე რომ შესაძლებლობა მქონოდა და "რუსთავი 2"-თვის დამეკვეთა სიუჟეტები, ეგენი მანდ არ ისხდებონდნე. ამის არც სურვილი მაქვს და არც ფინანსური შესაძლებლობა.

მეტსაც გეტყვით, ის ფედერაციები, რომლებიც მე მიჭერდნენ მხარს, რჩებიან ჩემს გვერდით. მათ კარგად იციან, ვინ ვარ მე და ვინ არის ლერი ხაბელოვი, თუმცა ბევრ მათგანს სერიოზულ პრობლემას უქმნიან. ზოგიერთ მათგანს დაფინანსებაზე უარი უთხრეს, ზოგს მოღალატე უწოდეს, რაც ჩემთვის ძალიან გაუგებარია. არის რამდენიმე წამყვანი ფედერაცია, რომელსაც ღიად ეუბნებიან, რომ რადგან არჩევნებში მხარი არ დაგვიჭირე, დაფინანსებას არ მოგცემთო. აქ სახელმწიფოს ფულზეა საუბარი და არა ლერი ხაბელოვის ჯიბის ფულზე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics