|
2017-04-10 17:13:57, 947 ნახვა
რეგიონი
უკრაინა ოკუპირებულ ცხინვალში დე-ფაქტო არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს გმობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის შეფასებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ რეფერენდუმი არალეგიტიმურია. როგორც უკრაინის მინისტრმა აღნიშნა, ის საქართველოს რეგიონში რუსი ოკუპანტების ქმედებებს გმობს. "მკაფიოდ ვგმობ რუსი ოკუპანტების არალეგიტიმურ ქმედებებს საქართველოს რეგიონში, კერძოდ კი ოკუპირებულ ცხინვალში. განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ეს ყველაფერი 9 აპრილის ტრაგედიას დაემთხვა", - დასძინა პაველ კლიმკინმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით ე.წ არჩევნებში დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. გარდა დე-ფაქტო არჩევნებისა, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ რეფერენდუმიც გაიმართა, რომელიც სახელის შევლას უკავშირდება. ამომრჩეველთა 70% სახელის ცვლილებას მხარი დაუჭირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)