2017-04-10 17:11:51, 2430 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4158 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4151 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 2.5559 ლარი ეღირება, დღემდე კი, მისი ღირებულება 2.5680 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0121 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან