12:37 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 14:11:25, 2381 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: ძირითადი პრინციპები, რომ კონსტიტუცია გასწორდეს და დალაგდეს, ჩამოყალიბებულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებები პრინციპების დონეზე უკვე მომზადებული აქვს.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე მუშაობა რედაქციულად მიმდინარეობს, რათა ის საკითხები გასწორდეს, რომლებზეც პირველი-ორი ეტაპის განმავლობაში ჯგუფი მუშაობდა.

„მუხლის კონსტრუქციაში გარკვეული ცვლილებები ახლაც შედის, თუმცა ის ძირითადი პრინციპები, რომ კონსტიტუცია გასწორდეს და დალაგდეს, ასევე უფლებრივი ნაწილი ერთად იყოს მოცემული, ჩამოყალიბულია. ანუ, ამ საკითხებთან დაკავშირებით იგრძნობა, რომ სამუშაო ჯგუფის უმრავლესობა პრინციპზე თანხმდება, თუმცა შესაძლებელია ცალკეული ნორმების შეცვლაც. ის განწყობა და ის პოზიცია არ არის, რომ ის, რაც ამ რედაქციის სახითაა შემოთავაზებული, არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გარკვეული კორექტირება მოხდეს”, - აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics