|
2017-04-10 13:08:01, 2441 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს. მედიის ინფორმაციით, სანქციების დაწესების შესახებ დოკუმენტი, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებული ნფორმაციას საპასუხოდ მოჰყვა. შეხვედრა იტალიაში დღეს გაიმართება და მას ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დაესწრება. ამასთან, რექს ტილერსონი, სირიაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. რუსულმა მხარემ ბორის ჯონსონი ვიზიტის გაუქმების გამო უკვე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ბრიტანეთს არანაირი გავლენა არ გააჩნია და სირიაში ახალი აგრესიის გამოვლენა, ძალით იქნება მოგერიებული". შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 19 ქალი. ქვეყნის ოპოზიცია თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ან რუსეთს ადანაშაულებს. თავდასხმის შემდეგ ის საავადმყოფოები დაიბომბა, სადაც დაშავებულები მკურნალობას გადიოდნენ. ქიმიური იარაღის გამოყენებიდან 3 დღეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საავიაციო ბაზა დაბომბეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ეს იყო აშშ-ის პასუხი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ევროპა და ამერიკა თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს და ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთის ჩართულობაზე საუბრობს. ასადი და ოფიციალური კრემლი ბრალდებებს უარყოფენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)