03:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 09:49:37, 413 ნახვა

საზოგადოება
“პაშა ბანკმა” შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის 10 000 ლარი გადარიცხა

სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, "პაშა ბანკმა" 2015 წლის 8 აპრილს, მისი პარტნიორების სახელით,   ფონდში „პირველი ნაბიჯი საქართველო“ – 10 000 ლარი გადარიცხა.

როგორც ბანკში აცხადებენ, აღნიშნული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების სწავლა-განათლებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას მოხმარდება. 

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ – 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.

აღსანიშნავია, რომ “პაშა ბანკი” ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად, პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებებს უწევს სპონსორობას.

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის განმავლობაში, პაშა ბანკი გამოირჩეოდა სოციალური და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერით, კერძოდ, მან დაასპონსორა:

სემინარი “A New Management Paradigm for a New Age of Managers “ და “4D Branding – Surprise Branding.”

ბიზნეს განვითარების ფორუმი, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას.

ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Business Brilliance Awards, რომლის ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) Global Event and Training Group.

ქართული პანორამა თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი.  თბილისის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სპონსორობისას ბანკისთვის უპირველესი მოტივაცია იყო საქართველოში ფილმის ინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანა.

ასევე შეგახსენებთ, რომ პაშა ბანკი Caspian Energy-ს მხრიდან 2014 წლის ბანკად დასახელდა, „წლის ბანკის“ ნომინაციაში გამარჯვება პაშა ბანკის გენერალურ დირექტორს შაჰინ მამმადოვს, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.

ამჯერად, პაშა ბანკი   თანადგომას გამოხატავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების  მიმართ და უერთდება  სოციალურ პასუხისმგებლობას მათი საზოგადოებაში  ინტეგრაციისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics