|
2017-04-10 11:12:22, 2404 ნახვა
სამართალი
შსს-მ ახმეტასა და ლაგოდეხში უკანონო იარაღი ამოიღო
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული რ.ქ. და 1962 წელს დაბადებული ა.ო. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში, რ.ქ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: გლუვლულიანი სანადირო თოფი, ქარხნული წესით დამზადებული კომბინირებული სანადირო თოფი და 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ამასთან, უწყების ცნობით, პოლიციამ ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში, ა.ო.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 2 მასრა და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. „ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ შსს-ში. გამოძიება რ.ქ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით), ხოლო ა.ო.-ს მიმართ - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)