|
2017-04-10 10:59:22, 1863 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შესაძლოა დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართოს
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შესაძლოა დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართოს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამ დროისთვის 50%-იანი ბარიერი ჯერჯერობით ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. როგორც "სპუტნიკ-ოსეტია" იტყობინება, ოკუპირებული ოსეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. მას ხმათა 48.7% აქვს. მეორე ადგილს მოქმედი დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი იკავებს. თიბილოვს 26.5% აქვს. მესამე ადგილზე "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევია - 19.1%. ამომრჩეველთა 5.7%-მა ხმა არავის არ დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)