17:51 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 15:22:50, 341 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ლიტვის „თავისუფლების დამცველის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რიყეზე გამართულ „ლიტვის თავისუფლების დამცველის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ლიტველ ხალხს „თავისუფლების დამცველის“ დღე მიულოცა.

როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოება, როგორც ლიტვაში ისე საქართველოში, საკუთარი ქვეყნების დამოუკიდებლობას ზეიმობს.

„არის გამოთქმა, რომ თავისუფლების ხე დროდადრო პატრიოტთა სისხლით უნდა მოირწყას. სამწუხაროდ, ამ გამოთქმის მართებულობა გამოსცადა ჩვენმა ორმა ერმა, ჩვენმა თაობამ, როგორც ლიტვაში ასევე საქართველოში. პატრიოტებმა, თავისი სისხლით, თავისი პრინციპულობით, თავისი ქვეყნის სიყვარულით, თავისი მომავლის რწმენით შექმნეს საკუთარი ქვეყნების დამოუკიდებლობა. მათი დავიწყება შეუძლებელია.
ეს არის დღე, როდესაც ერთდროულად სიამაყით გვევსება გული და ამავე დროს მძიმედ განვიცდით იმ დანაკარგს, რომელიც ჩვენმა ერებმა გაიღეს ჩვენი დამოუკიდებლობისათვის. ამ დამოუკიდებლობას ჩვენ ვქმნიდით ერთად 20-25 წლის წინ, როდესაც ერთად ვამტკიცებდით, რომ ლიტვაც, საქართველოც და სხვა ქვეყნებიც, რომლებიც იყვნენ ნაწილი აბსოლუტურად ძალადობაზე დამყარებული იმპერიისა, უნდა გამხდარიყვნენ დამოუკიდებლები. მას მერე ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ. ამ ძნელ გზაზე ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდექით - ქართველი და ლიტველი ხალხი.
დღეს მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ლიტვის ხელისუფლებას, ლიტველ ხალხს იმ დახმარებისთვის, რასაც ჩვენ გვიწევთ როგორც ევროპასთან, ისე ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ეს არის გზა, რომელიც მიიყვანს საქართველოს სრულ დამოუკიდებლობამდე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სრულ სუვერენიტეტამდე, იმ მიზნებამდე, რომლებიც მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი ხალხის, ისე მთელი მსოფლიოსათვის.

დღეს, როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ ამ ბრძოლებში, ჩვენ პატივს მივაგებთ მათ სულებს, ვინც თავისუფლება ყველაზე მაღალ ღირებულებად დააყენა!“-განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა..

გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმრებთან ერთად, ლიტვის ორასი მეტრის სიგრძის დროშის გაშლის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

ლიტვის თავისუფლების დამცველის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ ლიტვის ელჩი საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თბილისის მერი, აშშ-სა და შვეიცარიის ელჩები საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics