21:24 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 09:38:19, 537 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ბინას უყიდის

მთავრობა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ბინას უყიდის. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს  ჰკითხა, თუ როდის უნდა მოხდეს გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახისთვის  ბინის შეძენა. 

"მინდა პირველ რიგში ყველას მოგილოცოთ გუშინდელი დღე, ხარების დღე.მინდა, ბატონ ვახტანგს ვკითხო,  როდის უნდა შევუძინოთ ბინა გარდაცვლილი პოლიციელის შვილს",-მიმართა ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაურს.

გომელაურის განცხადებით,  ბინის საკითხი ბექა მარგიშვილის დაკრძალვის შემდეგ მოგვარდება.

"ამ საკითხზე  ვმუშაობთ.ხვალ დაკრძალვაა, დაკრძალვის შემდეგ ყველაფერი მოგვარდება",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics