10:33 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-09 17:12:50, 1688 ნახვა

საზოგადოება
კახეთის რეგიონში 8 აპრილს გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა

8 აპრილს კახეთის რეგიონში სსსტც "დელტა"-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 2017 წლის სეზონზე პირველად ამუშავდა და გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, 8 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან „დელტა“-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფიქსირდა კახეთის რეგიონში შემომავალი ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის დიდი მასები, საერთო ფართობითი 4000  კმ2 მდე.

მათივე ინფორმაციით, 16:30 საათისთვის ღრუბლის მასებმა მოიცვა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონები. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო.

16:30 საათიდან 20:33 საათამდე, აღნიშნული რაიონების თავზე, 2150 კმ2 ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გასროლილი იქნა 161 ერთეული რაკეტა.

ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიშალა.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics