18:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-09 15:00:39, 2233 ნახვა

სამართალი
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მორიგი აქცია გამართეს.

მათ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვეს:

 „31 მარტს გვქონდა პირველი აქცია,სადაც ვაპროტესტებდით ხელისუფლების პოლიტიკას, როდესაც იგი არ იძიებს ზვიად გამსახურდიას აშკარა მკვლელობის საქმეს. ვაპროტესტებდით იმ მიჩუმათების პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს 1991-1993 წლის მოვლენებიდსადმი და დღეს გამეორებითი აქცია გვაქვს. სიმბოლურია, რომ არც 9 აპრილის შესახებ ვიცით სიმართლე, არც იგი გამოუძიებიათ, ვინ რა დააშავა, ვის რა როლი მიუძღვოდათ, ასევე გამოუძიებელია სხვა მრავალი დანაშაული საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე“,-განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად გამსახურდიას შვილმა ცოტნე გამსახურდიამ.

ცოტნე გამსახურდიას ვარაუდით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელებს ხელისუფლება ხელს აფარებს. 

„არ ვარ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ალბათ, ივანიშვილმა იცის სრულად, რატომ ჭიანურდება გამოძიება. როდესაც მკვლელობის საქმის გამოძიება არ ხდება, ბუნებრივია, ვიღაც აფარებს  ხელს მკვლელებს.  ხელს აფარებენ ერთი შევარდნაძის დროინდელ პოლიტიკურ-ფინანსურ  ელიტას და მეორე- რუსეთის სპეცსამსახურებს, რომელთა მუშაობის კვალიც ცხადად ჩანს საქმის მასალებში, რომელსაც სამართლებრივი შეფასება სჭირდება. ამას კი პროკურატურა არ აკეთებს“,-აღნიშნა ცოტნე გამსახურდიამ.
 
ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნებს მოქალაქეებთან ერთად,  პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავაც შეუერთდა.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა, 2015 წელს კი პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას საქმე მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics