|
2015-04-08 01:34:28, 694 ნახვა
სპორტი
„ობიექტივი“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ცილისწამებასა და დისკრედიტაციაში ადანაშაულებს
მედიაკავშირი „ობიექტივი“ ნაციონალურ მოძრაობას“ ცილისწამებასა და მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელსაც „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „ნაციონალური მოძრაობა ცილისწამებას განაგრძობს. პარლამენტის წევრმა აკაკი მინაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერით გამოსვლისას განაცხადა, რომ პოლიციელების მკვლელობისთვის ძებნილ შალვა აბულაძეს „ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა „ობიექტივთან“ და მისი და „ობიექტივში“ მუშაობს“, რაც სრული სიცრუე და ცილისწამებაა. შალვა აბულაძის და - ადვოკატი სალომე აბულაძე მართლაც უძღვებოდა გადაცემებს ზუსტად ერთი წლის განმავლობაში 2012 წლის 24 მაისიდან 2013 წლის 23 მაისამდე, რისი გადამოწმებაც „ობიექტივის“ ვებგვერდზე ნებისმიერს შეუძლია. „ობიექტივი“ საზოგადოებრივი მაუწყებელია და ჩვენთან გადაცემებს უძღვებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები - ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ეკონომისტები, ადვოკატები, ექიმები, პედაგოგები, მწერლები, ხელოვნებათმცოდნეები... თითოეული მათგანი მხოლოდ მოწვეული წამყვანია და „ობიექტივში“ არ მუშაობს. ამასთან, სალომე აბულაძის მსგავსად, გადაცემებს უძღვებოდნენ და უძღვებიან სხვა ადვოკატები და უფლებადამცველებიც. ნაციონალურ მოძრაობაში, რასაკვირველია, იციან „ობიექტივის“ გადაცემების ფორმატი, მაგრამ მათი მიზანია ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაცია, თუმცა ეს მხოლოდ უსუსური მცდელობაა, რადგან მაყურებელმა და მსენელმა ძალიან კარგად იცის ის, რის ახსნასაც გვაიძულებენ ცილისმწამებლები. რაც შეეხება ძებნილ შალვა აბულაძეს, იგი „ობიექტივში“ არც წამყვანი ყოფილა და არც სტუმრად მოუწვევია ვინმეს. ნაციონალურ მოძრაობას ის აღიზიანებს, რომ თავის დროზე სწორედ “ობიექტივმა“ ამხილა ის სისასტიკე და არაადამიანური ქმედებები, რომლითაც გაწამებული ჰყავდათ მთელი საქართველო. ახლაც, მიუხედავად ცილისწამების უსუსური მცდელობებისა, არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ დამნაშავე ორგანიზაციის პოლიტიკურად გაცოცხლების მცდელობას და საზოგადოებას მუდმივად მივაწოდებთ ინფორმაციას მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ.“ - ნათქვამია მედიაკავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)