06:08 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-09 11:21:07, 2037 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 28 წლის წინ გულანთებული ადამიანების ოცნება ახდეს

 „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.  

პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ეს დღე ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის და 1989 წლის 9 აპრილს საქართველომ მსხვერპლად მიიტანა ამ იდეისათვის ბრძოლაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი, ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics