|
2017-04-08 22:37:53, 1312 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ნასაკირალში უნივესიტეტის ღია კარის დღეს დაესწრო
გურიის სოფელ ნასაკირალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივესიტეტის ღია კარის დღეს დაესწრო. ღონისძიებას ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა ნასაკირალის სკოლაში. ჩემთან ერთად განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და უნივერსიტეტის რექტორი იმყოფებიან. პროექტები, რომლებიც დაგეგმილია ბათუმში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკომიგრანტებისათვის და ზოგადად მეზობელი რეგიონის მოსახლეობისთვის. საზაფხულო სკოლები, გაცვლითი თუ სხვა სახის უფასო პროგრამები, რომელსაც განათლების სამინისტრო სთავაზობს. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება და დიდი სიამოვნებით მივიღებთ აჭარაში ახალგაზრდებს, რათა მოხდეს მათი მეტი ინტეგრაცია, მეტი ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ნასაკირალის სკოლაში შეკრებილმა მოსწავლეებმა ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს მოუსმინეს. მერაბ ხალვაშმა სკოლაში შეკრებილ ახალგაზრდებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიახლეები, გაცვლითი პროგრამები, სტიპენდიები და პრიორიტეტები გააცნო. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ნასაკირალში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის განათლების სამინისტროს სპეციალური შეთავაზება - საზაფხულო სკოლა დააანონსა. ,,საზაფხულო სკოლის პერიოდი დაემთხვევა გონიოს არქეოლოგიურ გათხრებს. ისინი მონაწილეობას მიიღებენ არქეოლოგიურ გათხრებში და ის პერიოდი, რასაც ბავშვები გაატარებენ ჩვენთან დატვირთული იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული პროექტებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი, თუმცა გავრცელდება სხვა რეგიონებზეც. განათლების სამინისტრო ყოველთვის დაეხმარება მსგავსი პროექტების განხორციელებას"- აღნიშნა ინგა შამილიშვილმა. შეხვედრის დასასრულს მთავრობის თავმჯდომარემ საჯარო სკოლას საჩუქრად ლეპტოპი გადასცა, ხოლო სკოლის მოსწავლეებს სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტები, წიგნები და საჩუქრები გადაეცათ სამახსოვროდ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 82-წლიანი ისტორიის მქონე განათლებისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანესი ცენტრია. უნივერსიტეტი ახორციელებს 130-ზე მეტ აკრედიტებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც 6000-მდე სტუდენტი სწავლობს. 50-მდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წელს 1430 პირველკურსელი ჩაირიცხება. მათგან ათი პროგრამა სრული სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება და 500 სტუდენტი უფასოდ ისწავლის.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)