|
2017-04-08 13:41:19, 2267 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ დე-ფაქტო არჩევნების და ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს
ევროკავშირი 9 აპრილს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ დე-ფაქტო არჩევნებსა და ე,წ რეფერენდუმს რეგიონის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით არ აღიარებს, - ამის შესახებ LIBE-ეს კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ევროკავშირი იმ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ რეფერენდუმია დაგეგმილი არ სცნობს. ევროპული კავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნების პირველი, ხოლო 26 მარტს მეორე ტური ჩატარდა. გარდა ამისა, 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები და რეგიონის სახელის შეცვლის შესახებ ე.წ რეფერენდუმია დაგეგმილი. როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, „სამხრეთ ოსეთს ისტორიული სახელი - „ალანია“ დაერქმევა“.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)