|
2017-04-08 12:20:45, 836 ნახვა
რეგიონი
სამტრედიაში 79 დევნილი ოჯახისთვის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
დევნილთა და განსახლების სამინისტრო სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე შენობას, სადაც 79 დევნილი ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაუტარებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე სამტრედიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შენობა 79 დევნილ ოჯახს 2013 წლის დასაწყისში გადაეცა. სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების ხარვეზებით შესრულების გამო შენობა დაზიანდა და დღის წესრიგში მისი ხელახალი რეაბილიტაციის საკითხი დადგა. აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ უკვე გამოაცხადა ტენდერი სახელმწიფო შესყიდვაზე, რომლის ღირებულება 2 292 748 ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის პერიოდში, სამინისტრო დევნილ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)