|
2017-04-08 11:03:31, 1963 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო არჩევნების და ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გმობს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან და ე.წ რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ რეფერენდუმს სახელის შეცვლასთან და "ისტორიული სახელის" ალანიას დაბრუნებასთან დაკავშირებით გმობს. "ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილებას ე.წ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც 9 აპრილს გაიმართება და სახელის შეცვლას ითვალისწინებს. ჩვენ, ასევე ვგმობთ და არ ვაღიარებთ დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 12 და 26 მარტს ჩატარდა. ამასთან, არ ვაღიარებთ არც სამხრეთ ოსეთის 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს. აღნიშნული დე ფაქტო არჩევნები და ე.წ რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის გარეშე ტარდება. ამერიკა სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არის ნათელი და შეუქცევადი. ეს რეგიონები არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნების პირველი, ხოლო 26 მარტს მეორე ტური ჩატარდა. გარდა ამისა, 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები და რეგიონის სახელის შეცვლის შესახებ ე.წ რეფერენდუმია დაგეგმილი. როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, „სამხრეთ ოსეთს ისტორიული სახელი - „ალანია“ დაერქმევა“.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)