|
2017-04-08 10:34:43, 2096 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი იორდანიის ჟანდარმერიის გენერალურ დირექტორს შეხვდა
შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟანდარმერიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, გენერალ მაიორ ჰუსეინ ალ ჰავათმეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იორდანიის შსს-ს ჟანდარმერიის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც აღინიშნა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ამ ეტაპზე რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს შს სამინისტრო გეგმავს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გახდეს ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანების (FIEP) წევრი და ამ მიზნის მისაღწევად, ძალისხმევას არ იშურებს, რათა არსებული სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მიმდინარე წელს FIEP-ის პრეზიდენტი ქვეყანა იორდანიაა. 23-26 მაისს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანების კომისიის შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობისა და ფუნქციების პრეზენტაცია მოხდება. ლისაბონის შეხვედრაზე მას, სავარაუდოდ, დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭება, რის შემდეგაც, დაახლოებით, 1 წლის ვადაში, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი შეძლებს, გახდეს FIEP-ის სრულუფლებიანი წევრი. უახლოეს მომავალში შს სამინისტრო პარლამენტში წარადგენს „სპორტულ შეჯიბრებებზე, კულტურულ და სხვა სახის მასობრივ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც დასავლური სტანდარტების დანერგვასა და უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე მხარეები საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იორდანიის შსს-ს ჟანდარმერიის დეპარტამენტს, ასევე, FIEP-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
(NS)
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)