|
2017-04-08 10:32:02, 2465 ნახვა
მსოფლიო
სტოკჰოლმში, სავარაუდო ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს
შვედეთის პოლიციამ გუშინ სტოკჰოლმში მომხდარი სავარაუდო ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავა, - ამის BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული გუშინ ინციდენტის ადგილზე დააკავეს, ხოლო მეორე სტოკჰოლმის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სამართალდამცველების თქმით, მამაკაცი პირველ ეჭვმიტანილთან არის კავშირში. როგორც მედია წერს, სატვირთო მანქანა ადგილობრივ ლუდსახარშს ეკუთვნის და ის სავარაუდო ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე გაიტაცეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც დადასტურებული ინფორმაციით 4 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. მსგავსი ფაქტები ევროპაში უკვე რამდენჯერმე მომხდა. ერთ-ერთი პირველი იყო ნიცას ტრაგედია, რომელიც ბასტილიის აღების დღეს მოხდა. მაშინ სატვირთო ავტომობილი გარეთ მოსიარულე ხალხში შევარდა. ტერაქტის შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)