|
2017-04-07 21:10:48, 2047 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებს გაურბით სიტყვა, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს გაურბის სიტყვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კორექტული საუბრისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ ხშირად ძალიან ცუდი ფორმით „სიტყვა გაურბით“. „ხშირად გვესმის არაკორექტული გამონათქვამები, რაც ჩვენთვის მიუღებელია. განსაკუთრებით პრეზიდენტის მხრიდან. ერთხელ, სატელევიზიო ჩართვისას აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, რომ მას არასდროს გაქცევია სიტყვა, თუმცა როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებს გაურბით სიტყვა, და ძალიან მძიმე ფორმით გაურბით სიტყვა, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს გაურბის სიტყვა. ამიტომ, საუბარს იმაზე, რომ ჩვენ არ გაგვირბის სიტყვა, ჯობს, მართლა არ გაგვექცეს ასეთი სიტყვები და ვიყოთ კორექტულები როგორც ჩვენი კოლეგების მიმართ, ასევე სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიმართ. ასეთ პირობებში პრეზიდენტს შეუძლია, ხელი შეუწყოს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას. ვიტოვებ იმედს, შეიცვლება პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის მიდგომა კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ, პოლიტიკური პროცესების მიმართ. მიდგომის ასეთი ცვლილება პრეზიდენტს მისცემდა საშუალებას, თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, რაც ყველა ჩვენგანის საერთო საქმეა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)