|
2017-04-07 18:17:05, 2293 ნახვა
მსოფლიო
რეჯეპ ტაიპ ერდორანი: სირიის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის იერიში საკმარისი არ არის
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ იერიშს დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის. აქამდე თურქეთის ხელისუფლებამ აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებულ ქმედებებს მხარი დაუჭირა. თუქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-ის ქმედებების განხილვა რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან სურს. შეგახსენებთ, რომ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 59 "Tomahawk"-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა. იერიშის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)