|
2017-04-07 15:49:03, 2084 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სამადაშვილი პრეზიდენტს: თქვენთვის მინიჭებული უფლება უნდა გამოიყენოთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა შეძლოთ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, პრეზიდენტს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მეტი უნდა ესაუბრა. როგორც სამადაშვილმა დებატების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან, ანექსიის პრობლემაზეც ასევე მეტი უნდა მოესმინათ: „რეალურად ქართული სახელმწიფო და ახალგაზრდა დემოკრატია, რომელიც ამ ქვეყანაში შევქმენით, დგას ყოფნა-არ ყოფნის საფრთხის წინაშე და ვფიქრობ, პრეზიდენტს ამ პრობლემაზე აქ ბევრად მეტი უნდა ესაუბრა. საქართველო ძალიან სწრაფად ემსგავსება პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ ერთი გაუგებარი პოლიტიკური სისტემის, ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმის მქონე ქვეყანას. ნეპოტიზმი და კორუფცია დაბრუნდა ჩვენს ცხოვრებაში. ჩემთვის ცოტათი უცნაური იყო, რომ მეტი არ მოვისმინეთ დღეს აქ ანექსიის პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთსა და ოსეთში. რეალურად, რუსეთი აძლიერებს საკუთარ თავდასხმით შესაძლებლობებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში. ვფიქრობ, დღეს თქვენ კონსტიტუციით თქვენთვის მინიჭებული უფლება უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ შეძლოთ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა და განვითარება“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)