|
2017-04-07 15:12:16, 2158 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა სირიის საავიაციო ბაზაზე სამხედრო იერიშის განხორციელების მიზეზები განმარტა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ამერიკამ სირიის საავიაციო ბაზაზე სამხედრო იერიში განახორციელა. "სამშაბათს, სირიის დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის განკარგულებით, ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას საშინლად მოექცნენ და უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მათ გამოიყენეს მომწამლავი ნივთიერება, რომელიც სიკვდილს იწვევს. ასადმა "ამოიღო" სიცოცხლე დაუცველი მამაკაცების, ქალების და ბავშვებისგან. არ დაინდო არც შვილები, რომლებიც ასე ბარბაროსულად იყვნენ მოკლულნი. უფლის არც ერთი შვილი არ უნდა იყოს განწირული ასეთი მწამებლური სიკვდილისთვის", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, მან მიიღო მიზანმიმართული გადაწყვეტილება, რომ ამერიკას იმ საავიაციო ბაზაზე მიეტანა იერიში, რომელმაც ქიმიური თავდასხმა განახორციელა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა ამერიკის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ინტერესია. "სავსებით გასაგებია, რომ სირიამ დაარღვია კონვენციის პუნქტი, რომლის თანახმადაც ქიმიური იარაღის გამოყენება აკრძალულია და ასევე გაერო-ს მოწოდებები უგულებელყო. ყველა დანარჩენმა მცდელობამ, მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ასადის პოლიტიკა შეცვლილიყო, კრახი განიცადა. შედეგად კი, მწვავდება ლტოლვილების კრიზისი, რეგიონში დესტაბილიზაცია გრძელდება, რომელიც აშშ-ის და მის მოკავშირეებს საფრთხეს უქმნის. დღეს, მოვუწოდებ ყველა ცივილიზებულ ქვეყანას, შემოგვიერთდეს იმ მისწრაფებებში, რომ სასაკლაოს და სისხლისღვრას სირიაში ბოლო მოეღოს. ასევე, ყველა ტიპის ტერორიზმს ბოლო მოეღოს. ჩვენ ვთხოვთ, ღმერთს დაგვეხმაროს ბრძოლაში იმ გამოწვევებთან, რომლებიც ჩვენს არასტაბილურ მსოფლიოში ხდება. ვლოცულობთ დაღუპულთა და დაჭრილთათვის. ვიმედოვნებთ, რომ თუ ამერიკა გააგრძელებს ბრძოლას სამართლიანობისთვის, მსოფლიოში მშვიდობა და ჰარმონია დაისადგურებს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 59 "Tomahawk"-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა. ჰომსის გუბერნატორის ტალალ ბარაზის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაზე განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა. თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)