09:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:53:05, 2017 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგი რატიანი: პრეზიდენტმა ეკონომიკურ პრობლემებს გვერდი ვერ აუარა

„დღეს პრეზიდენტმა გვერდი ვერ აუარა ეკონომიკურ პრობლემებს“,-ასე გამოეხმაურა „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი პრეზიდენტის პარლამენტში  ყოველწლიურ მოხსენებას.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „პრეზიდენტმა თქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ გამოიყენა მთავრობამ და საკუთარ თავში ჩაიკეტა“.

„ჩვენ „ევროპულ საქართველოს“ გვექნება გამოსვლები და ძალიან მძიმე პრობლემებს შევაფასებთ, პრეზიდენტის განცხადებებშიც ჩანდა რა არის მთავარი პრობლემები. რამდენადაც მახსოვს წინა წლებში საუბარი იყო დემოკრატიულ პროცესებზე და ნაკლები იყო საუბარი ეკონომიკურ საკითხებზე, დღეს პრეზიდენტმა გვერდი ვერ აუარა ეკონომიკურ პრობლემებს და სრულიად ცხადია რომ ადამიანებს სულ უფრო მეტად უჭირთ და ეს არის ქვეყნის მთავარი გამოწვევა. უმუშევრობა, სიდუხჭირე, ინფლაცია, არამდგრადი ეკონომიკა არის ის რაც აწუხებს ადამიანებს და ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს გამოსწორება და პრეზიდენტმა თქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ გამოიყენა მთავრობამ და ჩაიკეტა საკუთარ თავში“,-განაცხადა  რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უკვე წარსდგა. ამჟამად პარლამენტში 2 საათიანი შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგადაც დებატების პროცესი დაიწყება, რომელშიც დეპუტატები და მთავრობის წევრები მიირებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცი-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics