18:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 12:01:33, 2658 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა „ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკატორი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქართული მინერალური წყლების, „ლიკანისა“ და „ბორჯომის“ ფალსიფიცირების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების, „ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკაციას.

„საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კუსტარული დანადგარები და დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული მინერალური წყალი. ექსპერტიზის დასკვნით, რეალიზაციისთვის განკუთვნილი  პროდუქცია დამზადებულია არასათანადო სანიტარულ პირობებში და ის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics