|
2017-04-07 11:56:34, 2298 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სარაკეტო დარტყმას მხარს უჭერს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ იერიშს მხარს უჭერს, - ამის შესახებ BBC იუწყება. "ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის სწორი და შესაბამისი პასუხი იმ არაადამიანურ თავდასხმაზე, რომელიც სირიის მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების მეშვეობით განახორციელა. მიზანი არის მსგავსი თავდასხმების თავიდან არიდება სამომავლოდ. ბრიტანეთის მთავრობა აშშ-ის ქმედებებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს", - აცხადებს ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი. ცნობისთვის, საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 59 "Tomahawk"-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა. თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)