|
2017-04-07 10:56:16, 1410 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი და ალექსანდრე ჯეჯელავა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ
სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ 100 დევნილს საცხოვრებელი ფართის ქირისა და ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოს ვიცე-პრემიერი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პროფესიულ კოლეჯ „მერმისში“ პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. დევნილთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივად ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად, 2016 წელს, გასულ წლებთან შედარებით, პროფესიულ სასწავლებლებში 54%-ით მეტი დევნილი ჩაირიცხა. დევნილი სტუდენტები ხის მხატვრული დამუშავების, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის, მკერავის, სტილისტის, ძრავის შემკეთებლის, ოფისის მენეჯერის, სავალი ნაწილების ტექნიკოსისა და მზარეულის სპეციალობებს ეუფლებიან. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება კურსადამთავრებულების დასაქმებას უწყობს ხელს. 2016 წელს პროგრამაში ჩართვა მხოლოდ სოციალურად დაუცველ დევნილებს შეეძლოთ. თუმცა, ცვლილებების შედეგად, 2017 წლიდან სააგენტო ტრანსპორტირების ხარჯებს ყველა იმ დევნილს დაუფანანსებს, ვინც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი გახდება. 2017 წელს, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, მინიმუმ 200 დევნილი სტუდენტი დაფინანსდება. (NS)
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)