|
2017-04-05 17:45:38, 759 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურში რეაბილიტირებული კულტურის ცენტრი დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეწვია და დაბა ხელვაჩაურში რეაბილიტირებული კულტურის ცენტრი დაათვალიერა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონის ხელმძღვანელს ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადილ ვარშანიძემ მიაწოდა. 2016 წელს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სახლში დამამთავრებელ ეტაპზეა, დარჩენილია სცენის მოწყობის, განათებისა და ინვენტარით აღჭურვის სამუშაოები. კულტურის სახლის ორსართულიანი შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მოეწყო პანდუსები და დამონტაჟდა ლიფტი. შენობა შეფუთულია მინით. კულტურის ცენტრის ახალი დარბაზი 450 მაყურებელზეა გათვლილი. სარემონტო სამუშაოებზე, პროექტის თანახმად, 837 555 ლარი დაიხარჯა. შენობის რეაბილიტაციის პროცესში 50-მდე ადგილობრივი კადრი იყო დასაქმებული. ახალი კულტურის ცენტრში სცენასთან ერთად მოწყობილია საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რაც ხელს შეუწყობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებების ჩატარებას და პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ბიუჯეტით, 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა ლოკაციაზე 17 კულტურის სახლის რებილიტაცია ჩატარდა. მიმდინარეობს ასევე ახალშენის კულტურის სახლის სარეაბილიტაციოა სამუშაოები, სადაც 600 ადამიანზე გათვლილი დარბაზია განთავსებული. შენობაში ნახევარი საუკუნეა სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)