|
2017-04-05 13:41:12, 1839 ნახვა
კომენტარი
თამარ ხულორდავა: გუშინდელი მონაცემებით, ვიზალიბერალიზაციით საქართველოს 2909 მოქალაქემ ისარგებლა
„უვიზო გადაადგილებით უკვე ისარგებლა საქართველოს ბევრმა მოქალაქემ, ორი ათას ცხრაას ცხრა ადამიანმა, გუშინდელი მონაცემია“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ხულორდავამ აღნიშნა, ბევრი სკეპტიკური პოზიციის მიუხედავად, საზღვრიდან მობრუნების ფაქტი თითზე ჩამოსათვლელია. დეპუტატმა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიულოცა უვიზო რეჟიმის ამოქმედება და განმარტა, რომ ევროკავშირის წინაშე მდგარი სირთულეების მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერით. „უკვე ერთი კვირაა საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო გადაადგილების შესაძლებლობით. ბიომეტრიული პასპორტით გვაქვს შესაძლებლობა, რომ გადავაადგილდეთ ევროპის ქვეყნებში. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აი ამ დიდ აღიარებას ჩვენი ქვეყნის და ჩვენს დაბრუნებას და მიღებას ამ საერთო ევროპულ სივრცეში, რომლისკენაც მივისწრაფით. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებული სირთულეების წინაშე რომ დგანან დღეს ეს ახალი არავისთვის არ არის. კიდევ ერთხელ მინდა ყურადღების გამახვილება, თქვენ კარგად მოგეხსენებათ პროცესების შესახებ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, მიგრაციული საფრთხეების შესახებ და ყურადსაღებია სწორედ ის, რომ აი ასეთი საფრთხეების მიუხედავად, ტერორიზმის საფრთხის მიუხედავად, ორგანიზებული დანაშაულის საფრთხის მიუხედავად, მიგრაციის ტალღის მიუხედავად იქნა მიღებული ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერით ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას იძლევა. უვიზო გადადგილებით უკვე ისარგებლა საქართველოს ბევრმა მოქალაქემ, ზუსტად გეტყვით, რომ ეს არის ორი ათას ცხრას ცხრა ადამიანი გუშინდელი მონაცემებით, ვინც ამ შესაძლებლობით უკვე ისარგებლა. ბევრი სკეპტიკოსის მიუხედავად, მათი სკეპტიკური პოზიციების მიუხედავად, მახარებს ის, რომ საზღვრიდან მობრუნების ფაქტები არის სულ თითზე ჩამოსათვლელი და ისიც გამომდინარეობს ობიექტური მიზეზებიდან, როცა ადამიანებს ობიექტურად არ აქვთ დოკუმენტები თან, რომელიც მათ მოეთხოვებათ საზღვრის გადაკვეთის დროს. ეს ციფრი დიდი არ არის მაგრამ კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ მიუხედავად დიდი და ფართო მასშტაბიანი კამპანიისა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს, მეტი გვაქვს გასაკეთებელი ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებისთვის“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)