|
2017-04-05 16:17:33, 978 ნახვა
რეგიონი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – ფარგლებში დღეს სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 11 კომპიუტერი და 7 პრინტერი გადასცა. პროექტის ფარგლებში, 2015 წლიდან მუდმივად მიმდინარეობს მუნიციპალური ბიზნესპროცესების შესწავლა და ახალი საპილოტე მუნიციპალიტეტების შერჩევა, რომლებშიც სააგენტო ეტაპობრივად ნერგავს საქმისწარმოების ელექტრონულ მუნიციპალური მართვის სისტემას (მმს). ამ დროისთვის შერჩეულია 15 მუნიციპალიტეტი. ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა განხორციელდა ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისათვის. კერძოდ, ტექნიკის გადაცემის პარალელურად გაიმართა მრავალი სამუშაო შეხვედრა მხარეებთან. ამასთანავე, ადგილობრივ თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები ე.წ. აიტი უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამოყენებაში და ა.შ. აღნიშნული სისტემის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისები ელექტრონულ ფორმატში გაიცემა, რაც ხელს უწყობს გაწეულ მომსახურებაზე კონტროლის გაუმჯობესებას, მომსახურების მიღების ვადების შემცირებას, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე ხდება. უახლოეს დღეებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კომპიუტერულ ტექნიკას ონის, ასპინძისა და კასპის მუნიციპალიტეტსაც გადასცემს. 2015–2016 წლებში პროექტის ფარგლებში საპილოტე მუნიციპალიტეტებს ჯამში 167 კომპიუტერი და 78 პრინტერი გადაეცათ.
(NS)
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)