02:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 14:14:52, 330 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაში საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი Global Alliance for Health and Social Compact დაეხმარება, - ჯანდაცვის ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

პრემიერმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და მათი უზრუნველყოფა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით ხარისხობრივად ახალი სისტემა ჩამოყალიბდება.

ჯგუფის მუშაობის ამოცანებზე საქართველოს მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ჯგუფის კოორდინატორმა, ჟან ლი მალკინმა მიაწოდა.

მისი განმარტებით, შეიქმნება ჯანდაცვის თვისობრივად ახალი, ინოვაციური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას; სამედიცინო და ფარმაკოლოგიური პროდუქტების თანამედროვე, ეფექტური მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბებას და ხარისხის კონტროლს; ადგილობრივ დონეზე სამკურნალო დაწესებულებების ქსელის ორგანიზებას, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება პაციენტებთან და მათ ოპტიმალურ სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს; მოსახლეობისთვის მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სფეროს ტექნოლოგიებზე ფართო ხელმისაწვდომობას; ასევე, ჯანდაცვის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას.

შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

"დღეს არის ჯანდაცვის საერთაშორისო დღე და მინდა მივულოცო ყველა ჩემს კოლეგას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებაში, ყველა ექიმს, ექთანს და ვუსურვო წარმატებები. რაც შეეხება დღევანდელ სიახლეებს, ჩვენ საბოლოოდ გადავედით მოსამზადებელი ფასიდან უკვე მოქმედების ფაზაზე. გავაფორმეთ თანამშრომლობა მართლაც პროფესიონალების გუნდთან, რომელთან თანამშრომლობითაც შეგვეძლება, რომ მიწვდომადობასთან ერთად, რაც ცალსახად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის შემდეგ, გავზარდოთ ხარისხი და მინიმალური გახდეს იმ  პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ ეძებენ მკურნალობას. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს მომზადებული კონკრეტული ხედვა,  სამუშაო გეგმა, რომლის რელიზაციასაც ვფიქრობთ  უახლოესი თვეების განმავლობაში შევძლებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ  ეს განახლებული, ახლებური აქამდე არ გომოყენებული ინოვაციური მოდელები საშუალებას მისცემს ქართულ ჯანდაცვის სისტემას, რომ მართლაც გახდეს მაღალი ხარისხის, მაღალი კლასის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი.არის რამდენიმე კონკრეტული პუნქტი-პირველი ის, რომ ჩვეულებრივ განვითარებული ჯანდაცვის სისტემებში  მოსახლეობის ჯანდაცვის საჭიროებების  80%-ს  აგვარებს პირველადი ჯანდაცვა, სხვა სიტყვებით, ოჯახის ექიმი და მხოლოდ 20%-ს სტაციონარი. ჩვენთან არის პირიქით, 80%-ს შემთხვევებში მიდიან პირდაპირ სტაციონარში. ეს არის ორი მიზეზით, რომ პირველადი ჯანდაცვა საჭიროებს სერიოზულ რეფორმას და მეორე  ჩვენ, ექიმები, ვერ ვუხსნით პაციენტებს  იმის საჭიროებას, როგორ მიმართონ და მიდიან დაგვიანებულ შემთხვევებში. მეორე იგივე სასწრაფო დახმარებაზე, რომელიც სამწუხაროდ გადაქცეულია მობილურ აფთიაქად, ან მობილურ ოჯახის ექიმად, მესამე, გარე ექსპერტული რესურსების მოძიება, რომელიც საჯარო სამსახურს, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საკმაოდ შეზღუდული.სრულიად ახალი მოდელის დანერგვა კერძო, სახელმწიფო  პარტნიორობის, რომელიც მონაწილეობას მიიღებს, როგორც კლინიკების მართვაში, ასევე სახელმწიფო  პროგრამების ექსპერტულ რევიზიაში, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს.ასევე ეს არის ხარისხის კონტროლი ზოგადად სამედიცინო მოვლაზე, ამას აქვს თავისი ინდიკატორები. ხარისხის კონტროლის ჯგუფი აკეთებს ამ შეფასებას, ისევე როგორც მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, რადგანაც ჩვენ აქამდე შეზღუდულები ვიყავით ბაზრის ფართოდ გახსნაზე, რომ  უხარისხო მედიკამენტებს  არ წაელეკა ბაზარი. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც იშლება ქვეპუნქტებად. პირველი შედეგები გამოიხატებოდეს იქნება იმაში, რომ ძირითადი მედიკამენტები გახდება ბევრად მიწვდომადი მოსახლეობისთვის, ეს იქნება უახლოესი თვეების, 2-3 თვის განმავლობაში, დაიწყება 3 მძლავრი კლინიკის რეკონსტრუქცია, რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოცენტრი და ხილიანის ბავშვთა ინფექციური, რომლის როგორც აღჭურვა, ასევე მართვა და მენეჯმენტი იქნება ამ მოდელზე დაფუძნებული",-განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics