16:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 18:03:37, 2086 ნახვა

სამართალი
კახა კახიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

“აღფრთოვანებული ვარ თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმით. იმით, თუ რამდენი რამის მიღწევა შეძელით ასეთი მოკლე დროის განმავლობაში“, - ამ სიტყვებით დაიწყო საპასუხო მონოლოგი ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა იასონა ლაოლიმ, რომელიც წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება.

სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციას დეტალური სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში 2012 წლის შემდეგ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 „ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრსა და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.  ინდონეზიის დელეგაცია დაინტერესდა საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გატარებული რეფორმებითა და დანერგილი სიახლეებით. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და შევთანხმდით, რომ სამომავლოდ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შესაძლებელია, ქართველმა ექსპერტებმა სასწავლო ვიზიტი განახორციელონ ინდონეზიაში და დაეხმარონ ჩვენს კოლეგებს პენიტენციური სისტემის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრ იასონა ლაოლის განცხადებით, საქართველოს გამოცდილება ძალიან ღირებული და შთამბეჭდავია.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც თქვენს სისტემაში გატარდა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მსჯავრდებულთა დასაქმების საკითხს და ამ მხრივ, სიახლეს წარმოადგენს ონლაინ მაღაზიის კონცეფცია. საქართველოში ვიზიტით ჩამოვაყალიბებთ ხედვას, რომელიც ინდონეზიის პენიტენციური სისტემის მოდერნიზაციაში დაგვეხმარება“, - იასონა ლაოლამ.

დელეგაცია ასევე გაეცნო პრობაციის სააგენტოს მუშაობასა და დაბალი რისკის დაწესებულებაში არსებულ ვითარებას.

ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics