|
2017-04-04 17:01:05, 843 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია წაიკითხა
ნატოს კვირეულის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს საჯარო ლექცია წაუკითხა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, „ნატოს შეკავების პოლიტიკა და თავდაცვის რეფორმები“ ლევან იზორიას საჯარო ლექციის მთავარი თემა იყო. მათივე ცნობით, მომავალ ოფიცრებთან მინისტრის შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 68 წლის იუბილეს სიმბოლურად დაემთხვა. საუბრის დასაწყისში მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი ნატოში გაწევრიანებაა და დეტალურად განმარტა, თუ როგორ აპირებს საქართველო მიზნის მისაღწევად, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გამოწვევებს გაუმკლავდეს. მინისტრი ნატოს არსებობის მანძილზე ორგანიზაციის წინაშე არსებულ ამოცანებსაც შეეხო და აღნიშნულ კონტექსტში ალიანსის „ღია კარის პოლიტიკაზე“, მეზობელი ქვეყნის მიერ რეგიონში განხორციელებულ და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ყურადღება ბუქარესტის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი მიზნად ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს და ქვეყნის, ასევე ალიანსის წინაშე არსებულ სტრატეგიულ ამოცანებს პასუხობს. ამ კონტექსტში მინისტრმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შეკავების პოლიტიკაზე, თავდაცვის ბიუჯეტის სწორ გადანაწილებაზე, სამეზობლო პოლიტიკაზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზე ისაუბრა. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით თავდაცვის სფეროში განხორციელებულ ერთობლივ პროექტებსაც შეეხო და განსაკუთრებით გამოყო - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული მიმართულებები, მათ შორის, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC). თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო მისიებში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ, რაც პროფესიული არმიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ლევან იზორიამ ყურადღება რეზერვის სისტემის შექმნასა და შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა გაწვევის აღდგენაზეც გაამახვილა. თავდაცვის მინისტრის საჯარო ლექციის შემდეგ იუნკერების წინაშე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე წარსდგა. მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და საქართველო, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით, დაწინაურებულ კატეგორიაში მოიხსენა. მინისტრი ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობებსაც შეეხო. ვიქტორ დოლიძემ საკუთარი დიპლომატიური გამოცდილებაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის კუთხით თვისობრივად განსხვავებულ და ახალ ეტაპზე იმყოფება. მან განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს დაუთმო და აღნიშნა, რომ მინისტრის მიერ უწყებაში გადადგმული ნაბიჯები რთული, მაგრამ რევოლუციური და მნიშვნელოვანი იყო. მინისტრების საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იუნკერების შეკითხვები, ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემაფერხებელ ფაქტორებს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, სამხედრო-სამოქალაქო განათლების ერთობლიობის მნიშვნელობასა და ვიზალიბერალიცაზიის კონტექსტში მიგრაციის თემას შეეხო. ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა გახსნეს. მინისტრების უმაღლეს საგანმანათლებლო უწყებაში ვიზიტი „ნატოს დღეებთან“ იყო დაკავშირებული, რომელიც 2 აპრილს დაიწყო. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით უკვე მეათე წელია იმართება და მიზნად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას ისახავს. (NS)
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)