|
2017-04-04 12:14:13, 1673 ნახვა
საზოგადოება
Freedom House: საქართველოს ადგილობრივ და ეროვნულ დემოკრატიულ მმართველობაში საშუალოზე დაბალი ქულა აქვს
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა კვლევა - „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2017“ გამოაქვეყნა. ორგანიზაციის კვლევის მონაცემებით, დემოკრატიული მაჩვენებლები საქართველოში, 7-დან 4,61 ქულით შეფასდა. კვლევაში 1 ქულა საუკეთესო, ხოლო 7 - ყველაზე ცუდი მაჩვენებლია. კვლევაზე დაყრდნობით 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში გაუმჯობესებულია სასამართლო დამოუკიდებლობის მაჩვენებელი, ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სეგმენტში 3,75-იანი მაჩვენებლით აქვს. საშუალოზე დაბალი ქულა საქართველოს ადგილობრივ და ეროვნულ დემოკრატიულ მმართველობაში აქვს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, მედიის თავისუფლება ქვეყანაში ნაწილობრივ თავისუფლად ფასდება. ინტერნეტ თავისუფლების მხრივ კი იგი თავისუფალია. დემოკრატიული განვითარების მდგომარეობის მიხედვით, კვლევაში საქართველო გარდამავალი მთავრობის კატეგორიაშია, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ორი ქვეყანა - მოლდოვა და უკრაინა. ცნობისთვის, კვლევა ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის 29 ქვეყნის დემოკრატიის განვითარების ანალიზს წარმოადგენს.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)