|
2017-04-04 11:56:03, 2407 ნახვა
მსოფლიო
რუსული მედია: პეტერბურგში აფეთქება სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა
სანქტ-პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ. Interfax-ის ინფორმაციით, მამაკაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურზე დატოვა, თუმცა ის არ ამოქმედდა. ამის შემდეგ, სავარაუდო ეჭვმიტანილი ვაგონში შევიდა და თავი აიფეთქა. "რია-ნოვოსტის" ცნობით, აფეთქების ეპიცენტრში აზიელი გარეგნობის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ის ტერორისტი. "ნამდვილად არსებობს ასეთი ვერსია, რომ ადამიანმა ერთი ბომბი სადგურზე დატოვა, ხოლო მეორეთი თავი აიფეთქა, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა", - აცხადებს წყარო სააგენტოსთან საუბარში. სააგენტო Tass-ის მონაცემებით, საგამოძიებო ორგანოები განიხილავენ აფეთქებასთან ორი აზიელის კავშირს - მამაკაცი და გოგონა. "ისინი ვიდეოში დაფიქსირდნენ. ორგანოებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ორივე ადამიანი, ახლა კი მიმდინარეობს მათი ვინაობის იდენტიფიცირება", - აცხადებს წყარო. აღნიშნული მონაცემები ჯერჯერობით არ დასტურდება. "კომერსანტის" ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურებს ტერაქტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონოდათ. ამასთან, უცნობია, თუ რა დეტალებს ფლობდნენ ისინი. შეგახსენებთ, რომ გუშინ პეტერბუგის მეტროსადგურ "Сенная" და "Технологический институт" შორის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 51 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოგვიანებით მეტროსადგურ "Площадь Восстания" ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილო აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მეტროს 63-ვე სადგური დაიხურა და მოსახლეობის ევაკუცია დაიწყო. მთელი ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)